სუარესს კიელინის კბენის მცდელობა ერთი წლის წინ ჰქონდა
გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლუის სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მატჩის მსველობისას ურუგვაელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა.
სუარესისთვის ასეთი ფაქტი სიახლე არ არის, თუმცა აღმოჩნდა, რომ “ლივერპულის” ფორვარდს კიელინის კბენის მცდელობა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონფედერაციათა თასზე ჰქონდა.
ის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება იტალაის დარჩა.
მატჩის მსვლელობისას გაბრაზებულმა სუარესმა კიელინის კბენა მარჯვენა მხარზე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ურუგვაელმა “წარუმატებელი მცდელობის გამოსწორება” ერთი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერა.