სუარესს პრიმერაში მხოლოდ ერთი კლუბისთვის არ გაუტანია
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში “ბარსელონამ” გასვლაზე “ალავესი” ანაგრიშით 6:0 გაანადგურა. მატჩში დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა.
“ალავესი” გახდა პრიმერადივიზიონის 23-ე კლუბი, რომლისთვისაც ურუგვაელ თავდამსხმელს გოლი აქვს გატანილი. ლა ლიგის ერთადერთ კლუბად, რომლის კარშიც სუარესს გოლი არ გაუტანია, “მალაგა” რჩება.
ლუის სუარესსს “ბარსელონას” რიგებში უკვე 108 ბურთი აქვს გატანილი, აქედან 74 გოლი პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩებში მიითვალა.