სუარესმა ბორინის საჩუქარი გაუკეთა
“ლივერპულის” თავდამსხმელი ფაბიო ბორინი “ნოუ კამპზე” იმყოფება, სადაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVIII ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გასამართ მატჩს მიადევნებს თვალყურს.
როგორც ირკვევა, იტალიელ ფეხბურთელს მატჩზე დასასწრები ბილეთები ყოფილმა თანაგუნდელმა და ამჟამად კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აჩუქა. ბორინიმ ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.