სულშერი “ლივერპულთან” განადგურების შემდეგ: “უკვე ფსკერზე ვართ”
“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერ ლიგის მეცხრე ტურის მატჩში “ლივერპულთან” უშანსოდ განადგურდა. პრინციპულ მეტოქესთან ხუთბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ ოლე გუნარ სულშერმა პრესასთან პრესკონფერენცია გამართა.
“ეს იყო ყველაზე ბნელი დღე მას შემდეგ, რაც ეს გუნდი ჩავიბარე. ადვილი არაა სხვა სიტყვების მოძებნა. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. “ლივერპულის” დონის გუნდისთვის ასეთი შანსების მიცემა მიუღებელია.
ვისი პასუხისმგებლობაა? რა თქმა უნდა, ჩემი. სამწვრთნელო შტაბი ძალიან კარგია, ბრწყინვალე. მე ავირჩიე მიდგომა ამ მატჩის მიმართ. საკმარისად კრიტიკულები ვერ ვიყავით.
როდესაც სახლში “ლივერპულს” ეთამაშები, მაქსიმალურად უნდა სცადო შენი ავტორიტეტის მოედანზე გადატანა. შარშან “ტოტენჰემთან” 1-6 დავმარცხდით, თუმცა ეს გაცილებით უფრო მტკივნეული იყო.
ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, თუმცა ახლა დანებებასთან ძალიან ახლოს ვართ. ვიცით, რომ უკვე ფსკერზე ვართ, თავს ამაზე უარესად ვერ ვიგრძნობთ. ვნახოთ, სანამდე მიგვიყვანს ეს,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.