სულშერი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხეულში გასვლაზე არ ოცნებობს!”

თარიღი: იანვარი 30, 2019

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნორვეგიელმა თავკაცმა, ულე გუნარ სულშერმა “წითელი ეშმაკუნების” ფანებისთვის დამაიმედებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მისი მიზანი ტიტულის მოგებაა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხეულში გასვლაზე არ ოცნებობს. ჩვენ, წარმოვადგენთ კლუს, რომელმაც ყოველთვის ჩემპიონობაზე უნდა იფიქროს. შეიძლება, წელს ამის შანსი არ გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებების მისაღწევად.

ჩემპიონთა ლიგა და ასოციაციის თასიც გვაქვს პრემიერ ლიგის გარდა. ჩვენი მიზანი ტიტულის მოგება უნდა იყოს და არა მხოლოდ ოთხეულში გასვლა. ყოველ მატჩში იმ ფიქრით გავდივარ, რომ უნდა მოვიგო. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჩვენი მენტალიტეტი,” – აცხადებს სულშერი, რომელსაც “იუნაიტედის” ფეხბურთელის რანგში 11 ტიტული აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები