სულშერი: “ფანებს სწორედ ეს სჭირდებათ, მოუთმენლად ველი “ბარსელონასთან” მატჩს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი, ნიონში გამართული წილისყრის შედეგებს გამოეხმაურა, რომელმაც მანჩესტერულ გრანდს მეტოქედ “ბარსელონა” არგუნა.
“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან და უძლიერეს გუნდებთან გვსურს თამაში.
“ბარსელონას” წინააღმდეგ 2009 და 2011 წლების ფინალებში ვითამაშეთ, ისევე როგორც 2008 წლის ნახევარფინალში. სწორედ ასეთ მატჩებს ელიან ფანებიც. მოუთმენლად ველი “ბარსელონასთან” მატჩს.
შესაძლოა, მწვრთნელების 99 პროცენტს არ მივეკუთვნები, რამდენადაც მირჩევნია პირველი მატჩი სახლსი გავმართო. თუ სახლში სასურველ შედეგს დავდებთ, გვეცოდინება რომ განმეორებით მატჩშიც შევძლებთ მათთვის პრობლემების შექმნას, როგოგრც ეს პარიზში გავაკეთეთ,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.