სულშერი პირველი გუნდის ექვსი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
ბრიტანული გამოცემა The Sun სატრანსფერო ფანჯარაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” სამომავლო სვლების შესახებ გვატყობინებს ინფორმაციას. როგორც ცნობილი ხდება, ოლე გუნარ სულშერს პირველი გუნდის ექვსი წევრის გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
საქმე ეხება არგენტინელ მეკარე სერხიო რომეროსაც, რომელსაც თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ ეძლევა. რომერო კლუბის დატოვებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც აპირებდა.
კლუბს დაემშვიდობება ფილ ჯონსიც. ინგლისელი მცველის გადაბირების სურვილს “ვესტ ბრომის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ. აღსანიშნავია, რომ ფილი კვირაში ხელფასის სახით 75 000 ფუნტს იღებს.
სულშერი მზადაა ასევე გაუშვას “ნიუკასლის” სამიზნე მარკოს როხო. ჯესი ლინგარდისა და დანიელ ჯეიმსის წასვლა კი პრაქტიკულად გადაწყვეტილი რამ არის.
რაც შეეხება ბრენდონ უილიამსს, მას დიდი ალბათობით “საუთჰემპტონში” ან “ბაიერ ლევერკუზენში” გაანათხოვრებენ.