სულშერის “იუნაიტედი” პრემიერ ლიგაში პირველად “არსენალმა” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. “მეთოფეებმა” საკუთარ კედლებში ულე გუნარ სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდი მოსაგებად იყო გასული მოედანზე. თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა “მეთოფეებმა” მალევე მოიპოვეს – შეხვედრის მე-12 წუთზე გრანიტ ჯაკამ გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. “პარი სენ-ჟერმენთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “მანკუნიანელები” გადაღლილები ჩანდნენ, რაც შედეგზეც აისახა. 69-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ობამეიანგმა დააფიქსირა – 2:0.
ასე რომ, “არსენალმა” “წითელ ეშმაკუნებს” გადაუსწრო და 30 ტურის შემდეგ 60 ქულით მეოთხე პოციზიას იკავებს, “იუნაიტედი” კი მეხუთეს 58 ქულით.