სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედმა” კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
ულე გუნარ სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი რეალური გამოცდა დიდი წარმატებით ჩააბარა – “წითელმა ეშმაკუნებმა” გასვლაზე საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლეს (0:1). ეს ნორვეგიელი სპეციალისტის მიჯრით მეექვსე გამარჯვება გახლდათ, რაც კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.
აქამდე ზემოთ აღნიშნული რეკორდი მეტ ბასბის ეკუთვნოდა. რომელმაც “მანკუნიანელების” თავკაცობისას სასტარტო ხუთი შეხვედრის მოგება მოახერხა (1946 წლის აგვისტო-სექტემბრის მონაკვეთში). სულშერს ხუთი მოგება პრემიერ ლიგაში აქვს მოპოვებული, ერთიც ინგლისის თასზე.
“მანჩესტერ იუნაიტედის” საერთო ანგარიში ბოლო ექვს მატჩში 17:3 გახლავთ.
ამ ეტაპზე “მანჩესტერელებს” 22 შეხვედრაში დაგროვებული 41 ქულა უგროვდებათ და “არსენალთან” ერთად 5-6 ადგილს ინაწილებს სატურნირო ცხრილში. 19 დეკემბერს, როდესაც სულშერმა კლუბი მოურინიოსგან ჩაიბარა, “იუნაიტედი” 8 ქულით ჩამორჩებოდა “მეთოფეებს”.