სულშერის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ
“მანჩესტერ იუნაიტედი” გერმანიაში “ლაიფციგთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ახლა უკვე ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, პრესასთან ისაუბრა.
“ქამბექი ძალიან გვიან დავიწყეთ. პრემიერ ლიგაში ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ჩემპიონთა ლიგაზე შენ მოწინააღმდეგეს სამგოლიანი უპირატესობა არ უნდა მისცე.
მატჩის მიწურულს ცოტათი უიღბლობის ფაქტორმაც შეგვიშალა ხელი. თუმცა ფაქტია, რომ საკმარისად კარგები არ ვიყავით. ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში. ყველაფერი სტამბოლში განცდილმა მარცხმა გადაგვიწყვიტა,” – აცხადებს ნორვეგიელი სპეციალისტი.
ბოლოს, სულშერმე პოგბას მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა: “პოგბას ნაცვლად მე ვერ ვილაპარაკებ, არ ვიცი არის თუ არა ის ბედნიერი.”