სუმოისტების რეიტინგი განახლდა

თარიღი: ოქტომბერი 30, 2013

იაპონური სუმოს ასოციაციამ მოახოლებული ნოემბრის ბაშოს წინ სუმოისტთა განახლებული რეიტინგ-სია, იგივე ბანძუკე გამოაქვეყნა. წლის დასკვნით სუპერტურნირს 10-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრი უმასპინძლებს, კუნძულ კიუშუზე (საბჭოთა პერიოდში ამ კუნძულს დამახინჯებულად კიუსიუს ეძახდნენ). იაპონელები ამ ტურნირს კიუშუ ბაშოს უწოდებენ და ჩვენც ამგვარად მოვიხსენიოთ.

კიუშუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს გაგა ჯუღელი. გაგამარუდ წოდებულმა ქართველმა გოლიათმა სექტემბრის ბაშო -3 ქულიანი უარყოფითი ბალანსით (6-9) დაასრულა და ბანძუკეში 4-საფეხურიანი ვარდნა განიცადა.

სეკიტორის სტატუსი შეუნარჩუნეს ჯურიოს დივიზიონში დატოვებით მეორე ჩვენებურს, ლევან გორგაძეს, რომელსაც ჯურიოს მე-14 (უკანასკნელი) ნომრის სტატუსი მიანიჭეს სუმოს მამებმა. ტოჩინოშინმა, როგორც გახსოვთ, ივლისში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმებმა ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 6-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უწინასწარმეტყველეს. აქედან გამომდინარე, ლევანი სავარაუდოდ ვერც კიუშუ ბაშოზე ვერ შეძლებს გამოსვლას. სუმოს წესებით კი ბაშოს ჩაგდება ფაქტიურად დამარცხების ტოლფასია (არა აქვს მნიშვნელობა ტრავმით არის გამოწვეული ეს ჩავარდნა, თუ სხვა მიზეზით) და ისევე აქვეითებენ ბაშო-ჩაგდებულ სუმოისტს, როგორც -15 ქულიანი უარყოფითი ბალანსის მქონე სუმოისტს დააქვეითებდნენ.

მიუხედავად სუმოდან წასვლაზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა, რუსი სეკიტორი არანი განახლებულ ბანძუკეში მაინც ფიგურირებს, მე-16 მაეგაშირას სტატუსით. თუმცა, ესეც ერთგვარი წესია და იგი მხოლოდ სიმბოლურად იქნება ახალ რეიტინგში – დოჰიოზე კი მას უკვე ვეღარ ვიხილავთ.

მაკუუჩიში დებიუტი ექნება ეგვიპტელ სუმოისტს, აბდელრაჰმან შარანს, რომელიც ოსუნაარაშის შიკონას ატარებს. ამბიციურ ეგიპტელს მხოლოდ 11 ბაშო დასჭირდა უმაღლეს დივიზიონამდე მოსაღწევად, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია სუმოს ისტორიაში. ოსუნაარაში კიუშუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირად იქნება განთესილი.

Makuuchi Banzuke - Kyushu 2013

Juryo Banzuke - Kyushu 2013 - Copy

 

 



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ვინ არის გიგა ჭიკაძის ყველაზე დიდი გულშემატკივარი? – თამუნა გაზაშვილი!

გიგა ჭიკაძეს კარიერაში 4 თიაქარი, ორივე მენისკი, ყველაფრის “მრავალჯერადი” მოტეხილობა, იდაყვები, კოჭები, ლავიწები, ნეკნები, ცხვირი, [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე: “შენი დედაც კორეელო ზომბო, მალე დავბრუნდები”

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან წაგების შემდგომ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა. “დიდი მადლობა ჩემო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო (ფოტო+ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა საქარტველოში ყოფნისას, ერთ-ერთი ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. “Badly injured my clavicle bone. Fortunately […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლიანა ჯოჯუა: “მიწერენ, სხეული და ინტიმური ფოტოები გავყიდო”

UFC-ს ყოფილი მებროლი ლიანა ჯოჯუა ამბობს, რომ ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სოციალურ ქსელში “სხეულის გაყიდვისკენ” […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავსტრალია ჯოკოვიჩთან 2-1 დაწინაურდა

ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა. მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ამერიკელმა ჟურნალისტმა გიგა ჭიკაძეს შეკითხვა ქართულად დაუსვა (ვიდეო)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კალვინ კატართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

Breaking: ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს

სერბი ჟურნალისტი ქსენია პავლოვიჩი ნოვაკის მამაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს. ნოვაკი სასამართლომ გაათავისუფლა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: “ჩემი შვილი თავისუფალი სამყაროს სპარტაკი გახდა”

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ საზღვარზე აუცრელობის გამო არ გადაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისგან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

Breaking: ავსტრალიამ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და სახლში უშვებენ

ავტრალიამ მსოფლიო ნ1 პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და საზღვარზე არ შეუშვა. ჯოკოვიჩი მელბურნში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“რა გჭირს ადამიანო”? – ქართველი მოკრივე მსოფლიო ყურადღების ქვეშ (ვიდეო)

ქართველმა მოკრივემ 35 წლის იაგო კილაძემ 1-ელ იანვარს ჰოლივუდში პროფესიულ კრივში კიდევ ერთი ორთაბრძოლა გამართა, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე საჩემპიონო ფორმაში იმყოფება (ფოტო)

15 იანვარს გიგა ჭიკაძე UFC-ში კელვინ კატარს დაუპირისპირდება. ქართველი ბრძოლისთვის ძალიან მაგრად ემზადება და სოციალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური ახალ წელს ახალი ავტომობილით შეხვდა (ფოტო)

ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ახალი ავტომობილი ჰყავს. 21 წლის ძიუდოისტმა Mercedes-Benz G-Class შეიძინა. სპორტსმენი სოციალურ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საოცარი მომენტი საქართველოს ჩემპიონატში – იური ლომაძის ილეთი ბოლო წამებში (ვიდეო)

26 დეკემბერს ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მორიგი საშეჯიბრო დღე გაიმართა. 72კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს იური […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დათო ტურაშვილი: “წყალი არ გვაქვს, აუზი არ გვაქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ”

მწერალი დათო ტურაშვილი “ლაგუნა ვერეს” დანგრევას ეხმაურება და ამასთანავე, “დინამო თბილისის” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას აღნიშნავს....
წაკითხვა