Sun: “მესუთ იოზილი მადრიდში ბრუნდება”
როგორც უკვე იცით, მესუთ იოზილს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მეთოფეებს სულ ცოტა დრო რჩებათ იმისათვის, რომ გერმანელთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ და დარჩენაზე დაითანხმონ. ამავდროულად იოზილის დამატებით მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდება. ესპანელები მზად არიან, მესუთი შემდეგ ზაფხულს დაიმატონ. როხი ბლანკოს წარმომადგენლები მოლაპარაკების წარმართვას იოზილის აგენტთან ცდილობენ. The Sun-ის გავრცელებული ინფორმაციით მადრიდელები მესუთს კვიაში 200 ათას ფუნტს გადაუხადიან, რაც საკმაოდ შორსაა იმ თანხისგან, რომელსაც გერმანელი “არსენალს” სთხოვს (300,000).
თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობას სურს, შესაძლოა მესუთი მადრიდში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 2010-2013 წლების სეზონში იოზილი მადრიდის “რეალში” გამოდიოდა.