სუნიგა ”ბარსელონაში”?
შესაძლოა, ”ნაპოლის” კოლუმბიელი ნახევარმცველი კამილო სუნიგა უახლოეს მომავალში კატალონიის ”ბარსელონას” მაისურით ვიხილოთ.
27 წლის ფეხბურთელი ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე ჯერ კიდევ ვერ შეუთანმდა. მოქმედი ხელშეკრულება კი 2014 წლის ივნისამდე მოქმედებს.
”ორშაბათს, მოთამაშე და კლუბის მენეჯერები ერმანეთს შეხვდებიან და ყველა დეტალს დაწვრილებით განიხილავენ. თუ კამილო ”ნაპოლიში” არ დარჩება, მაშინ იგი ”ბარსელონაში” გადავა. ამის ალბათობას ”ბლაუგრანასიდან” დანი ალვეშის შესაძლო წასვლაც ზრდის. არ ვიცი, დაინტერესებულია თუ არა მის შეძენაში ტურინის ”იუვენტუსი”, თუმცა იგი ”ბარსას” ფერების დაცვაზე ოცნებობს, რის შესახებაც სუნიგამ კომენტარი ჯერ კიდევ კოლუმბიაში ყოფნისას გააკეთა”, – განუცხადა Radio Caracol-ს SportItalia-ს ჟურნალისტმა კარლოს ალემანმა.
ალექსანდრე მატევოსოვი