“სუონსი” ოლა ჯონს იმატებს
“ბენფიკას” ვინგერი ოლა ჯონი მომდევნო სეზონში “სუონსის” ღირსებას დაიცავს. DN Desporto-ს ცნობით, კლუბებმა 23 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერზე უკვე მოილაპარაკეს და უელსში 23 წლის ფეხბურთელი ხვალ ჩავა.
გარიგების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ჯონი ახალ კლუბტან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში ჯონმა პორტუგალიის ჩემპიონატის 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.