“სუონსი” ფრანჩესკო გვიდოლინს ჩააბარეს
“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანჩესკო გვიდოლინი დაინიშნა. ალან კარტისი კი, რომელიც გუნდის თავკაცის მოვალეობას ასრულებდა, სამწვრთნელო შტაბში დარჩება და 60 წლის იტალიელ სპეციალიტს მიეხმარება.
ფრანჩესკო გვიდოლინს არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, მათ შორის “ემპოლიში”, “უდინეზეში”, “ბოლონიაში”, “პალერმოსა” და “პარმაში. უცხოური კლუბებიდან იგი “მონაკოს” ხელმძღვანელობდა. გვიდოლინიმ 1997 წელს “ვიჩენცასთან” ერთად იტალიის თასი მოიგო.
ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “სუონსის” მე-18 ადგილი უკავია.