“სუონსი” “ტოტენჰემის” ნახევარმცველით დაინტერესდა
ლონდონის “ტოტენჰემის” 26 წლის ბელგიელი ნახევარმცველი, შადლი, რომელიც “მამლებმა” 2013 წელს, 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს, უელსური “სუონსის” ყურადღების ცენტრში მოექცა.
შადლიმ 2015/16 წლების სეზონში 41-ჯერ მოირგო ინგლისური კლუბის მაისური. თუმცა, დელე ალისა და ერიკ ლამელას შესანიშნავი ასპარეზობის გამო, შესაძლოა მას სათამაშო დრო შეუმცირონ, რასთანაც შეგუებას ის ნამდვილად არ აპირებს.
ბოლოს, მან 17 მარტს ითამაშა – შადლი “ბორუსია დორტმუნდთან” გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა, მაშინ როცა ანგარიში 1-2 იყო გერმანელთა სასარგებლოდ.
აქვე გეტყვით, რომ “სუონსის” თავკაცი, ფრანჩესკო გვიდოლინი გუნდის გასაძლიერებლად ფერნანდო ლორენტეს მოყვანასაც აპირებს.