“სუონსიმ” მიჩუსთან კონტრაქტი გაწყვიტა
მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დასრულდა.
მოგეხსენებათ, მიჩუმ გასული სეზონი იტალიური “ნაპოლის” შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა.
როდესაც ესპანელი თავდამსხმელი ნეაპოლიტანურ კლუბში გადასვლამდე იცავდა “სუონსის” ღირსებას, მის ანგარიშზე 67 ჩატარებულ შეხვედრაში 28 გატანილი ბურთი იყო, თუმცა, ადრინდელი წარმატებული კარიერისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში მას საერთოდ არ უთამაშია.
როგორც ცნობილია, არსებული ხელშეკრულების გაწყვეტის კომპენსაციად უელსური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
აგრეთვე, პრესაში იწერება, რომ ამ ეტაპზე მიჩუ ესპანეთის მეოთხე დივიზიონის ერთ-ერთ გუნდთან, “ლანგრეოსთან” ერთად ვარჯიშობს, რომელსაც მისი ძმა ერნან პერესი წვრთნის.