სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?
კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” მისი ტრანსფერი სრულად შეთანხმებულია, თუმცა ფეხბურთელს წასვლა არ სურს.
თავის მხრივ, “ბარსას” ფინანსური პრობლემები აქვს და უნდა, ეს პრობლემები დე იონგის გაყიდვით მოაგვაროს. “მანჩესტერი” და დღეს უკვე “ჩელსიც”, მასში 85-90 მილიონ ევროს იხდიან.
მიუხედავად ამისა, ფრენკს წასვლის სურვილი არ აქვს და არც ხელფასის დაკლების. დე იონგი კვირაში 560 ათას ევროს გამოიმუშავებს და წელიწადში 29 მილიონს, საიდანაც გარკვეული ნაწილი ესპანეთის მთავრობას მიაქვს და დაახლოებით, 20 მილიონი რჩება მას.
გარდა ამისა, “ბლაუგრანას” მისი გადაუხდელი 15 მილიონის ვალიც აქვს.
“ბარსელონა” ნიდერლანდელს ანაზღაურების შემცირებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. არადა, ამ ნაბიჯზე პიკე, ბუსკეტსი, ტერ შტეგენი, ალბა, რობერტო და სხვა მოთამაშეები უკვე რამდენჯერმე წავიდნენ.
თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ლაპორტას სურს ანუ ფრენკიმ ხელფასი შეიმცირა, შესაძლოა, გუნდმა ბერნარდო სილვას დამატებაც შეძლოს.