სუპერ მარიომ იტალია გაახარა
გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი მარიო ბალოტელის გადამწყვეტი გოლით იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა ინგლისელებმა უკეთ დაიწყეს. ჰოჯსონის შეგირდები უფრო ტექნიკურები, გამბედავები და მობილურები იყვნენ. თუმცა, მალე ნათელი გახდა, რომ იტალიელები აქცენტს სხვა რამეზე აკეთებენ. პრანდელის შეგირდები არ ჩქარობდნენ, ბურთს დაჭერას და ტემპის დაგდებას ცდილობდნენ.
მომენტები დებიუტში ინგლისელებს ექმენბოდათ, თუმცა საკუთარი შანსის გამოყენება იტალიელებმა შესაძლეს. გათამაშებული სტანდარტის და პირლოს გენიალური გადაწყვეტილების შემდეგა დასარტყმელ პოზიციაზე მარკიზიო დარჩა, რომელმაც ბურთი ზუსტად გადაგზავნა ინგლისელთა კარში. 35-ე წუთზე იტალია დაწინაურდა, მაგრამ მათი სიხარული მხოლოდ ორ წუთს გრძელდებოდა. პირველივე საპასუხო შეტევაში მარცხენა ფლანგიდან რუნის გამჭოლი გადაცემა სტარიჯმა ეფექტური გოლით დააგვირგვინდა.
ინგლისელებმა ამ ეპიზოდსი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმის ბოლომდე წინ გასვლაც შეეძლოთ. გოლის გატანის შანსი პრანდელის შეგირდებსაც შეეძლოთ.
მეორე ტაიმი ინგლისელებმა უკეთ დაიწყეს, თუმცა პირველივე შეტევაში საკუთარ კარში გოლი მიიღო. ბალოტელიმ შესანიშნავი დარტყმით დააწინაური თავისიანები.
ჰოჯსონის გუნდმა შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომეტნიც შექმნა, თუმცა უშედეგოდ. სირიგუ და კომპანია თავს კარგად იცავდნენ და სახიფათო შეტევების განხორციელებასაც ასწრებდნენ.
საკუთარი თამაშით ორივე გუნდმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა იტალიელებმა გამარჯვება უფრო მეტად დაიმსახურეს.