სუპერლიგის მესამე წრე „ბათუმის“, „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ თბილისური მოგებებით დაიწყო
დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე წრე დაიწყო, „ახალმა სპორტის სასახლემ“ ეროვნული ჩემპიონატის გათამაშების სამ შეხვედრას უმასპინძლა.
„დინამო“ – „ბათუმი“ 60:80 (11:10, 18:28, 11:18, 20:23)
ტურის ცენტრალურ შეხვედრად თბილისურ-აჭარული დაპირისპირება ჩაითვალა, რომელიც სტუმართა 20-ქულიანი გამარჯვებით, 60:80 დასრულდა.
პირველი მეოთხედი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, რაც ანგარიშზეც აისახა – პირველ ათი წუთის შემდეგ „დინამო“ ანგარიშით 11:10 იგებდა. მეორე მეოთხედში სტუმრები დომინინირებდნენ და დიდი შესვენების წინ 9 – ქულით – 29:38 იგებდნენ. მესამე მეოთხედში ბათუმელებმა თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. სათქმელი იყო, რომ დინამოელები სასროლი ჯარიმების ჩაგდებას ვერ ახერხებდნენ, რაც ამ მატჩში მათი ერთ-ერთი პრობლემა იყო.
„დინამოს“ რიგებში ახალწვეულმა, ამერიკელმა ჯუევალ მაილსმა ითამაშა, რომლის მონაგარმა 8 ქულა შეადგინა. საუკეთესო ხოშტარიას გუნდიდან 15 ქულით ნოდარ გოგოძე იყო. გამარჯვებულთა მხრიდან 20 ქულა ლეონიდ სტეფანიშინმა მოაგროვა.
სხვა მატჩების შედეგები:
„მგზავრები“ – „ქუთაისი“ 65:77
„რუსთავი“ – „სოხუმი“ 81:75