სუპერლიგის ოლ სტარის ხმის მიცემა დაიწყო

თარიღი: იანვარი 13, 2016

3 იანვარს ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია გაიმართება, რომელშიც საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას. ტრადიციულად, მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. მეტოქეები რეგიონალური პრინციპით შეირჩევა – ერთმანეთს თბილისისა და რეგიონის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპიდებიან.

ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ და მას ყოველთვის ახლავს შოუს ელემენტები. 2016 წლის ოლ სტარში სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით იქნება ცნობილი ქართველი არტისტი ბერა, რომელიც აუდიტორიის წინაშე თავისი ჰიტებით წარსდგება.

ბერა ქართული კალათბურთის დიდი ქომაგია და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერის გამოხატულებაა ის აქტიური კამპანია, რომელსაც ის ნბა-ს ოლ სტარში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად აწარმოებს. ბერას მიერ ნაკრების კაპიტნის თანადგომამ ფართო მასები მოიცვა, რის შემდეგაც სუპერლიგის ოლ სტარის ორგანიზატორებმა ქართველი მომღერალი თავის ღონისძიებაზე მიიწვიეს, რასაც ბერა სიამოვნებით დათანხმდა. საკუთარ ფანების მრავალრიცხოვან არმიას, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია, ბერა ქართული კალათბურთის მხარდასაჭერისკენ 23 იანვარს, სუპერლიგის ოლ სტარზეც მოუწოდებს.

სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა 12 იანვარს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში ნებისმიერ გულშემატკივარს შეეძლება მისთვის სასურველი კალათბურთელებისთვის ხმის მიცემა. გამოკითხვა 22 იანვარს, 12:00 საათზე დასრულდება. გუნდების სასტარტო ხუთეულები გულშემატკივრების მიერ შეირჩევა – 2 უკანახაზელი, 2 ფორვარდი და 1 ცენტრი თითოეული გუნდიდან. ოლ სტარის მონაწილე გუნდების დარჩენილ 7-7 სათადარიგო კალათბურთელს კი მწვრთნელები შეარჩევენ.

„რეგიონის“ მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში იქნება, ხოლო „თბილისს“ დავით უსტიაშვილი უხელმძღვანელებს. ოლ სტარში მწვრთნელები სუპერლიგის ცხრილის საწყისი 2 წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან – „ბათუმიდან“ და „ქუთაისიდან“ შეირჩნენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ოლ სტარის თანმდევი კონკურსები გაიმართება სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის სამქულიანების მსროლელი საუკეთესო 6 კალათბურთელი და გასული ოლ სტარის ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული აკაკი ლომოური მიიღებს. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა