სუპერმატჩი შედგა! გერმანიამ ჰოლანდია ბოლო წამებზე დაამარცხა (ვიდეო)
24 მარტს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. დღის ცენტრალურ შეხვედრას ამსტერდამში მდებარე “იოჰან კრუიფის არენამ” უმასპინძლა, სადაც ჰოლანდიელები “ბუნდესნაკრებს” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის მე-15 წუთზე ლეროი სანემ გახსნა. ოციოდე წუთში გნაბრიმ ბრწყინვალე დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ ნახევარში ჰოლანდიამ ვერაფერი გააწყო და მეტი გოლი არც გასულა.
სამაგიეროდ, “ნარინჯისფრები” მეორე ტაიმში ამაღლებული განწყობით გამოვიდნენ მოედანზე და ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს 48-ე წუთზე დე ლიგტმა გაქვითა ერთი გოლი მემფის დეპაის პასის დახმარებით, 63-ე წუთზე კი თავად დეპაიმ შეძლო ნოიერის კარის აღება.
შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე მარკო როისის კარგი თამაშის დაფასებით შულცმა დაუსვა და საკუთარ ნაკრებს სამი ქულა მოუტანა – 2:3.