სუპერმენი მანჩესტერიდან
სამშაბათს რაიან გიგზმა მოთამაშის სტატუსით შესაძლოა უკანაკსნელი მატჩი ჩაატარა. ერთად გავიხსენოთ გიგზის 10 ყველაზე დასამსახსოვრებელი მომენტი მანჩესტერული კარიერიდან.
პირველი კონტრაქტი იუნაიტედთან (1987)
პატარა რაიან გიგზი სკოლის გუნდში კარგი თამაშით გამოირჩეოდა და “მანჩესტერ სიტის” აკადემიაშიც კი იყო სინჯებზე მიწვეული. 14 წლის ასაკში ფეხბურთელი ახალგაზრდა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა შეამჩნია და სწორედ მისი დამსახურებით გიგზმა “იუნაიტედთან” პირველი ახალგაზრდული კონტრაქტი გააფორმა. 3 წლის შემდეგ კი – პროფესიონალურიც.
დებიუტი ევერტონთან შეხვედრაში (1991)
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში გიგზის დებიუტი 17 წლის ასაკში “ევერტონთან” მატჩში შედგა. ახალგაზრდა უელსელმა დენის ირვინი შევალა. ის მატჩში “ეშმაკება” 2:0 მოიგეს. გიგზი განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდა.
პირველი სტარტი და პირველი გოლი (4 მაისი, 1991)
1991 წლის 4 მაისს ალექს ფერგიუსონმა გიგზი პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. “მანჩესტერ სიტისთან” უმნიშვნელოვანეს დერბიში ახალგაზრდა მოთამაშემ მწვრნელს ნდობა გაუმართლა და გამაჯრვების გოლიც გაიტანა.
პირველი ტიტული – ლიგის თასი (2 აპრილი, 1992)
რაიან გიგზმა მანჩესტერთან ერთად 35 ტიტულის მოპოვება შესძლო, რაც უნიკალური მაჩვენებელია. ყველაფერი ინგლისის ლიგის თასის მოგებით დაიწყო. ფინალურ მატჩში “მანჩესტერმა” “ნოთინგემ ფორესტს” აჯობა. რაიანმა იმ შეხვედრაში ბრაიან მაკკლეირს გაუწია ასისტენტობა. იმავე წელს გიგზმა დევიდ ბექჰემთან და ჰარი ნევილთან ერთად “იუნაიტედის” შემადგენლობაში ინგლისის ახალგაზრდული თასის მოგებაც შესძლო.
პირველი ჩემპიონობა (1992/93)
1992/93 წლების სეზონში გიგზი პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშიდან “მანჩესტერის” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ყალიბდება. შესანიშნავი სლალომის შემდეგ “ტოტენჰემის” კარში მის მიერ გატანილი გოლი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. აღნიშნული სეზონი მანჩესტერელებისთვის საჩემპიონო იყო. საერთო ჯამში კი, გიგზს ინგლისის ჩემპიონატი 13-ჯერ აქვს მოგებული.
მანჩესტერის საუკეთესო მოთამაშე (1998)
დრო მიდიოდა, გიგზი “მანჩესტერის” ლიდერი ხდებოდა და ტიტულების კოლექციაც იზრდებოდა. “ეშმაკების” ფანები ყოველთვის აფასებდნენ რაიანს და მის თავდადებას. თუმცა, ნომერ პირველი ვარსკვლავი გიგზი მანჩესტერში არ იყო. ყოველთვის იყო ისეთი მოთამაშე, რომელიც უფრო სანახაობრივად თამაშობდა, უფრო შედეგიანი იყო. ამიტომ, გულშემატკივართა პრიზის აღება გიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. ფანებმა უელსელი საუკეთესოდ 1998 წელს დაასახელეს.
მანჩესტერის ოქროს ჰეთ-თრიკი (1999)
“იუნაიტედის” შესანიშნავი სეზონი, ფაქტობრივად საუკეთესოა ფერგიუსონის ეპოქაში. პარტნიორებთან ერთად გიგზმა სამი ტიტულის მოპოვება მოახერხა – ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი. გიგზმა უშუალო მონაწილეობა მიიღო “ბაიერნთან” გამართულ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალში. ინგლისის თასის ნახევარფინალურ მატჩში კი, “არსენალის” კარში ულამაზესი გოლის გატანა მაოხერხა.
რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით (2008)
2008 წლის გაზაფხულზე “უიგანთან” გამართული შეხვედრა გიგზისთვის ფანტასტიკურად სამი მიზეზის გამო იქცა. პირველ რიგში მან ბობი ჩარლტონის მიღწევა გაიმეორა და “მანჩესტერის” შემადგენლობაში 758-ე შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა რაიანმა “უიგანს” გოლი გაუტანა, რომელიც ჩემპიონობის მომტანი აჩმოჩნდა. ზუსტად ერთ კვირაში გიგზი ჩატარებული მატჩების მიხედვით მანჩესტერული კლუბის ერთპიროვნულ რეკორდსმენად იქცა.
ინგლისის წლის მოთამაშე (26 აპრილი, 2009)
პირადი ჯილდოები გიგზის კარიერაში ბევრი არ ყოფილა. რაიანი არასდროს არ ყოფილა სუპერვარსკვლავი, თუმცა ის მაინც გახდა ლეგენდარული ფეხბურთელი. 1991-93 წლებში უელსელი ინგლისი ფეხბურთის ასოციაციამ ორჯერ აღიარა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. 16 წლის შემდეგ კი, ნახევარმცველი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2009-ში გიგზმა ჩემპიონატი და თასი მოიგო.
მწვრთნელმა გიგზმა მოედანზე მოთამაშე გიგზი შეუშვა (6 მაისი, 2014)
“ჰალ სიტისთან” მოგებული შეხვედრა “მანჩესტერისთვის” ჩაგდებულ სეზონში უკანასკნელი საშინაო მატჩი იყო. ეს შეხვედრა გიგზმა მთავარი მწვრთნელის რანგში დაიწყო, თუმცა 70-ე წუთზე მოედანზე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მატჩის შემდეგ გიგზმა გულშემატკივრებს წარუმატებელი ასპარეზობის გამო ბოდიში მოუხადა, ნემანია ვიდიჩს გზა დაულოცა და საუკეთესო სურვილებით დაემშვიბოდა “ოლდ ტრაფორზე” შეკრებილ პუბლიკას.
ჯერჯერობით არავინ იცის, რა მოხდება მომდევნო სეზონში. იქნება თუ არა გიგზი “მანჩესტერში” მოთამაშის, მწვრთნელის ან რომელიმე სხვა სტატუსით. თუმცა ფაქტია, რომ მისი მანჩესტერული გზა არ უდნა დასრულდეს. ეს ხომ ლეგენდის გზა არის…