სუპერთასის მატჩში “რეალს” რონალდუსთან ერთად შესაძლოა, ბეილი და ბენზემაც დააკლდნენ
მადრიდის “რეალის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს შესაძლოა, გუნდის სამი ვარსკვლავის (რონალდუ, ბენზემა, ბეილი) გარეშე მოუწიოს უეფას სუპერთასის მატჩის თამაში.
როგორც იცით, “ბლანკოსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო ტრავმა.უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ სუპერთასის მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება – “ამჟამად ის კვლავ ტრავმირებულია” – განაცხადა ზიდანმა “ბაიერნთან” გამართული მატჩის შემდეგ.
მსგავსად რონალდუსა, კვლავ შვებულებაშია გარეთ ბეილიც, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე მართლაც გამორჩეული იყო. ბეილი მადრიდელთა ბანაკში 5 აგვისტოს, მატჩამდე 4 დღით ადრე უნდა დაბრუნებულიყო.
ბეილის მსგავსად, 5 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყვნენ პეპე და ტონი კროოსი. როდესაც ფრანგ სპეციალისტს ჰკითხეს, მიიღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას “სევილიასთან” გასამართ მატჩში, მან განაცხადა: “არა, არამგონია. ისინი ჯერ კიდევ უნდა დაბრუნდნენ. მადრიდში მისვლის შემდეგ, ყველაფერს გავარკვევთ.”
ზიდანი გაცილებით უფრო ოპტიმისტურად უყურებს ბენზემას გარშემო არსებულ სიტუაციას: “ის უკვე დაბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ბენზემა სუპერთასის მატჩში თამაშს შეძლებს.”