სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამი ქართველი მსაჯი და “სოხუმის” წევრები დააპატიმრა

თარიღი: დეკემბერი 22, 2017

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამი ქართველი მსაჯი და საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელი და კლუბის თანამფლობელი დააკავეს.

გთავაზობთ განცხადებას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სუს-მა გაავრცელა:

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის,ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.”



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა