სუსო ტრავმირებულია
“ლივერპულის” ნახევარმცველი სუსო ტრავმირებულია და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. აღნიშნული ინფორმაცია მოთამაშემ სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.
“მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვე გუნდს ვერ დავეხმარები. უახლოეს მომავალში ოპერაციას გავიკეთებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები” – წერს სუსო.
მოსალოდნელია, რომ 20 წლის ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსი ორ თვეს გასტანს. მიმდინარე სეზონში ესპანელმა მხოლოდ ლიგის თასზე ითამაშა.