სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი”

თარიღი: ოქტომბერი 14, 2019

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი “მანჩესტერ იუნაიტედის” ექსთავკაც ალექს ფერგიუსონთან მომხდარ ინციდენტს დაეთმო.

შვედმა სპეციალისტმა ინტერვიუში 2006 წელს მომხდარი ამბავი გაიხსენა. ამ პერიოდში “წითელი ეშმაკების” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ გაეწელა. ინგლისელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო, თუმცა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას გამოჯამრთელებისა და თამაშის საშუალება ჰქონდა. ამის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს მუნდიალზე რუნის გაშვება არ სურდა, რასაც ერიქსონთან დაძაბული სატელეფონო საუბარი მოჰყვა.

შვედი სპეციალისტი იხსენებს:

“ალექსი უცნაური კაცი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა: დამირეკავდა დილის შვიდ საათზე ან უფრო ადრე და ყოველგვარი მისალმების გარეშე იწყებდა ყვირილით საუბარს. როდესაც ასეთი გაღიზიანებული იყო ხოლმე, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელი ხდებოდა.

მან ის დილაც ჩხუბით დაიწყო. ყვიროდა, რომ მომკლავდა, თუ რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიყვანდი.

მე მას ვკითხე: “რა ხდება ალექს, რაშია საქმე?” თუმცა, ის მე არ მისმენდა და განაგრძობდა ყვირილსა და მუქარას. საბოლოო ჯამში, ვუთხარი: “რუნის მსოფლიოს ჩემპიონატზე მაინც წავიყვან. კარგი შვებულება, ჩაო” და ტელეფონი გავუთიშე”.

უეინ რუნიმ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მართლაც ითამაშა, თუმცა “სამი ლომი” ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრანიტ ჯაკას პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოსთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ბრიტანული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბატშუაის სტილი: მანიკურები თითებზე ტატუების ნაცვლად (ფოტო)

მიში ბატშუაიმ ოქტომბრის თვეში საკმაოდ კარგად შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ლონდონის “ჩელსიში”. მან პრემიერ ლიგაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს

ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურულია. 15 ნოემბრის პროცესზე დათუნაშვილის ადვოკატმა ნოტარიულად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლუბები, რომლებსაც “მანჩესტერ სიტის” მფლობელი ფლობს

2008 წელს შეიხ მანსურმა დაარსა საინვესტიციო ჯგუფი “აბუ დაბი იუნაიტედ გრუპი”, 2014 წელს კი ჩამოაყალიბა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგი: ჯო გომესს არ უნდა უსტვენდნენ!

“მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თანაგუნდელი ჯო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სტერლინგის რეაქცია, როცა ჯო გომესი მოედანზე შემოვიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო 7:0 გაანადგურა. შეხვედრის 70-ე წუთზე გარეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანჯუკიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” მიდის

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედში...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანჩოს “ბორუსიას” დატოვება სურს, “ლივერპული” საქმის კურსშია

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯეიდონ სანჩოს გერმანიის საზღვრების დატოვება სურს. მისი გადაბირების მსურველთა სიას კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, “ემირეიტს სტედიუმზე” იწვევენ. ამ ინფო...
წაკითხვა