ვიგოს “სელტას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯონ გვიდეტი სეზონის ბოლომდე “ალავესის” ღირსების დაცვას შეეცდება. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც იცით, ჯონ გვიდეტის ადგილი “სელტას” სასტარტო შემადგენლობაში მაქსი გომესმა დაიკავა. ეს უკანასკნელი გუნდში სწორედ გვიდეტის მიერ მიღებული ტრავმის გამო მიიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის შვედი ფეხბურთელი 2008-15 წლებში “მანჩესტერ სიტის” კუთვნილებაში იმყოფებოდა, თუმცა “ქალაქელთა” მაისურით ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ის “ბრომაპოიკარნაში”, “ბარნლიში”, “ფეიენოორდში”, “სტოკ სიტისა” და “სელტიკში” იყო განათხოვრებული.