ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ძალინ მნიშნელოვანი სამი გოლი გავიტანეთ, თუმცა ფეხბურთში განმეორებითი მატჩიც არსებობს. იქ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და არ ვიცით, რა მოხდება. შესაბამისად, მოდუნების უფლება არ გვაქვს.”
“განსაკუთრებით, პირველი ნახევარი საათით ვარ აღფრთოვანებული. საერთო ჯამში, უმაღლეს დონეზე გაისარჯნენ. ახლა მათ უნდა დაისვენონ. ჯერ არაფერი მოგვიგია. წინ დიდი ბრძოლებია!”
“ეს “რეალის” მწვრთნელობის რანგში, ჩემს მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ. კრიშტიანუ უნიკალურია. მას აქვს ერთი მიზანი, რომლის მისაღწევად ბოლომდე იხარჯება. ზოგადად, ჩემი ფეხბურთელები ძალიან შთამბეჭდავები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მათნაირი მოთამაშეები მყავს,” – განაცხადა ზიდანმა.