“ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” შესაძლოა, 2023 წლამდე ვერ ითამაშოს

“სტემფორდ ბრიჯის” რეკონსტრუქცია შესაძლოა, გაიწელოს.

“დეილი მეილის” ცნობით, რთული ადგილმდებარეობის გამო სტადიონის რეკონსტრუქცია 2023 წლამდე გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ლონდონის “ჩელსის” გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა არენაზე მოუწევს საშინაო მატჩების მიღება.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი 2018-2019 წლების სეზონიდან “უემბლიზე” გადაინაცვლებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან “უემბლიზე” საშინაო მატჩებს “ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩაატარებს.

განახლებული “სტემფორდ ბრიჯი” 60 ათას გულშემატკივარს დაიტევს. პროექტის ღირებულება 500 მილიონი ფუნტ სტერლინგია.