“ლესტერში” ტრავმიანობაა – გუნდს დრინქვოთერიც გამოაკლდა

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება “ლეტსერის” გულშემატკივრებისთვის.

ინგლისის ჩემპიონატის გუნდის ნახევარმცველი, დენი დრინქვოთერი ტრავმირებულია და იგი ამ სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს. 27 წლის ინგლისელს ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

ამის შესახებ კრეგ შექსპირმა განაცხადა: “დენის დასვენების და გამოჯანმრთელების საშუალება უნდა მივცეთ. სამი თამაში დარჩა და იგი, დიდი ალბათობით, ვერცერთ მათგანში ვერ მიიღებს მონაწილეობას.”

“ლესტერი”, რომელმაც წინა ტურში “უოტფორდი” დაამარცხა (3:0), შაბათს, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ კიდევ ორი მოთამაშის გარეშე გამოვა. ესენი რობერტ ჰუტი და ვეს მორგანი არიან.