“ბაიერნი” ზაფხულში 100 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს

საკმაოდ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Welt ირწმუნება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ.

როგორც იცით, მიმდინარე სეზონის დასასრულს, კარიერას მიუნხენის “ბაიერნის” ორი ფეხბურთელი, ფილიპ ლამი და ჩაბი ალონსო ასრულებენ, მათი შემცვლელების პოვნა კი კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წყაროს ცნობით, ხელმძღვანელებმა ხუთკაციანი სია შეადგინეს, რომელთა ტრანსფერებიც დაახლოებით 100 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს.

სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ლეონ გორეცკა (“შალკე”), სერჯი გნაბრი (“ვერდერი”), იულიან ბრანდტი (“ლევერკუზენი”) და მარკო ვერატი (“პსჟ”).