“ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინს” ემოციურად გამოემშვიდობა (ვიდეო)

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანები გუნდის საშინაო არენა “უაით ჰართ ლეინს” გამოემშვიდობნენ. ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ “დეზების” ქომაგები მოედანზე გადავიდნენ, გუნდს მადლობა გადაუხადეს და სტადიონს დაემშვიდობნენ.

“უაით ჰართ ლეინს” რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ამიტომ “ტოტენჰემი” მომდევნო სეზონში საშინაო მატჩებს “უემბლიზე” გამართავს.

“ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინზე” 118 წლის განმავლობაში თამაშობდა.