14 მაისს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინს” დაემშვიდობა, სადაც ის 118 წლის განმავლობაში თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ სტადიონის დემონტაჟი მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო და საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც საკმაოდ ბევრი სპეციალისტის გაკვირვებას იწვევს.
“მამლებმა” სკამები გასაყიდადაც გამოიტანეს – თითოეული მათგანის ყიდვა 50 ფუნტად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ახალ სტადიონს, ის “უაით ჰართ ლეინის” ადგილას აშენდება და 61 000 გულშემატკივარს დაიტევს.