საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ეკატერინბურგის გრან სლემზე

20-21 მაისს, რუსეთში ეკატერინბურგის გრან-სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც იღებს.

უკვე ცნობილია, თუ როგორი შემადგენლობით გამოვა ირაკლი ცირეკიძის გუნდი ტურნირზე.

-60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი.
-66კგ – ლაშა გიუნაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
-81კგ – ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი.
-90კგ – უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე.
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი.
+100კგ – ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.