ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში “ბაიერნი” გლაზგოში “სელტიკს” ეწვია და მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხეს შოტლანდიელები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ იუპ ჰაინკესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. “სელტიკი” გააზრებულ და აგრესიულ ფეხბურთს გვთავაზობდა, რაც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. საკმაოდ რთული ცხრილი გვქონდა ბოლო პერიოდში, ბუნდესლიგაში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშეთ, რამაც დიდი ძალები წაგვართვა, მაგრამ ეს ნორმალურია. მოხარული ვარ ამ გამარჯვებით, ჩვენი მიზანი კი ერთია, ვიბრძოლოთ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად”, – აცხადებს იუპ ჰაინკესი.
მიუნხენის “ბაიერნს” მიმდინარე გათამაშებაში 9 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს ჯგუფში, ამ მომენტისათვის მათ უკვე გაინაღდეს 1/8 ფინალის საგზური, მაგრამ გერმანელები ბოლომდე იბრძოლებენ პირველი ადგილის დასაკავებლად.