ევროპის ტოპ-ჩემპიონატის მატჩში ქალმა არბიტრმა პირველად იმსაჯა (ფოტო)

პირველად გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, ბუნდესლიგის მატჩი ქალმა არბიტრმა განსაჯა, რომელსაც ბიბიანა შტაინჰაუსი ჰქვია. ბიბიანას “ჰერტასა” და “ვერდერის” მატჩი ანდეს, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

38 წლის შტაინჰაუსი ოფიცრის სტატუსსაც ფლობდა, თუმცა 1999 წლიდან პროფესიონალური მსაჯის სტატუსს ატარებს. ქალთა ფეხბურთში ბიბიანა ყველაზე პოპულარული მსაჯია, მას გერმანიის თასის ფინალში, 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 2012 წლის ოლიმპიადაზეც გამოუცდია თავი.

გეტყვით იმასაც, რომ სადებიუტო მატჩში შტაინჰაუსის მუშაობა გამოცდილმა სპეციალისტმა დადებითად შეაფასეს.

პირველი ქალი მსაჯი ბუნდესლიგის ისტორიაში

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში, მომავალი სეზონიდან გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის მატჩებს ქალი არბიტრიც განსჯის.

ბიბიანა შტაინჰაუსი, რომელმაც 2011 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი განსაჯა, გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში გატარებული 10 წლის შემდეგ დააწინაურეს და მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში იმსაჯებს.

შტაინჰაუსი, რომლის მეორე საქმიანობაც პოლიციელობა გახლავთ, ერთ-ერთია იმ ოთხ მსაჯთაგან, რომლებიც პირველად იმსაჯებენ ბუნდესლიგაში – საუბარია მარტინ პეტერსონზე, სვენ იაბლონსკისა და სორენ შტორკზე.

“ბუნდესლიგაში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი და ეს ოცნება სულ მალე ამიხდება, რაც ძალიან მახარებს,” – აცხადებს 38 წლის ბიბიანა გერმანული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.