ფრანგულმა ტელეკომპანია “კანალ +”-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელსაც სახელად “ღმერთის საფეხბურთო კლუბი” დაარქვა. ფილმში მონაწილეობას საფრანგეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები იღებენ, რომლებიც რელიგიაზე, სპორტში რელიგიის ადგილზე, ღმერთზე, მეგობრებზე და იმ თემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ მოსწონთ.
ფილმის ერთ-ერთი მონაწილე “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი მცველი, ალექსი იყო, რომელმაც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ასეთი რამ თქვა: “ღმერთმა ადამი და ევა შექმნა და არა ადამი და ივა.”
ალექსის მსგავსად, ამ თემაზე კომენტარი “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სეარამაც გააკეთა: “აბორტის და განქორწინების წინააღმდეგი ვარ. ჰომოსექსულიზმთან კარგი დამოკიდებულება არ მაქვს.”