კლიში “მანჩესტერ სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტის” მცველი გაელ კლიში სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

ფანებთან შეხვედრისას ფრანგ ფეხბურთელს ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა ისევ ჯო ჰარტთან ერთად, რაზეც კლიშიმ ასე უპასუხა:

“რთული სათქმელია. არ ვიცი, იქნება თუ არა მომდევნო სეზონში ჯო ჰარტი “მანჩესტერ სიტიში”, მაგრამ მე გუნდში ნამდვილად აღარ ვიქნები”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” ბაკარი სანია და ვილი კაბალიეროც დატოვებენ. გუნდიდან პაბლო ზაბალეტაც წავიდა.