რობერტო კარლოსი: “დარწმუნებული ვარ, რომ ვინისიუსი “რეალის” ლეგენდა გახდება”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა, რომელიც სულ მალე მადრიდის “რეალში” გადაბარგდება. ჯერ კიდევ 17 წლის ვინისიუსს ექსპერტები ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

“ელ კლასიკოს” წინ მათ ოჯახში ვიყავი და ყველანი ძალიან თავდამბლები არიან. ვინისიუსმა იცის, რომ “რეალში” თავის გამოჩენა ადვილი არ იქნება, რადგანაც “სანტიაგო ბერნაბეუ” ძალიან დიდი სტადიონია, ფანები კი ბევრს ითხოვენ.

სიმართლე გითხრათ, ვთვლი, რომ მისთვის ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ ადრეა. მაგრამ, “რეალის” მხრიდან ეს ნაბიჯი უნაკლოა მომავალზე ფიქრის მხრივ. “რეალში” გადასვლა ვინისიუსის ზრდას დააჩქარებს და მას სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ვინისიუსი მადრიდელთა იდეალი, ლეგენდა გახდება,” – აცხადებს რობერტო კარლოსი.

მადრიდის “რეალს” ზაფხულში ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება

როგორც მოგეხენებათ, მადრიდის “რეალმა” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბრაზილიელი ტალანტი ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით სამშობლოში რჩება და მშობლიურ “ფლამენგოს” რიგებში გამოდის.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, რომ 2018 წლის ივლისში ჟუნიორი “რეალს” შეუერთდება. ეს გადაწყვეტილება მადრიდელთა დამრიგებლმა ზინედინ ზიდანმა მიიღო. ფრანგი სპეციალისტი ბრაზილიელს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა საბოლოოდ ვინისიუსი “რეალში”. ზიდანის აზრით ბრაზილილი მსგავსი გამოწვევისათვის უკვე მზადაა.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერი “რეალს” 45 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა ის იჯარის წესით ჯერჯერობით ისევ ბრაზილიურ “ფლამენგოში” რჩება, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ფეხურთელია.

ვინისიუს ჟუნიორი ტექნიკის დემონსტრირებას განაგრძობს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, ვინისიუს ჟუნიორი უკვე მადრიდის “რეალის” საკუთრებაა, თუმცა ჯერჯერობით, ის იჯარის წესით ისევ “ფლამენგოში” ირიცხება.

ბრაზილიელი ფეხბურთელის ტექნიკური თამაში ხშირად იწვევს გულშემატკივრების გაოცებას, ამჯერად ვინისიუს ჟუნიორმა თავი “პალმეირასთან” გამართულ შეხვედრაში გამოიჩინა. აღნიშნული მატჩი მისამა გუნდმა სტუმრად 2-0 დათმო.

ვინისიუს ჟუნიორი: “კარგი თამაშის შემდეგ მარსელო პოზიტიურ მესიჯებს მწერს”

მადრიდის “რეალმა” გასულ მაისში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინისიუს ჟუნიორი გაიფორმა. თუმცა, მან რიო დე ჟანეიროს “ფლამენგოს” მოთამაშე ერთი წლით (სანამ 18 წელი არ შეუსრულდება) ბრაზილიაში დატოვა.

ჟუნიორმა თავის აწმყოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ ამჟამინდელ კლუბზეა კონცენტრირებული.

“მშვიდად ვარ და ჯერ იმ დროზე არ ვფიქრობ, როცა გუნდს დავტოვებ. კიდევ ერთი წელი მაქვს. გეტყვით, რომ “ფლამენგოში” თამაშით, აქ ცხოვრებით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.”

“არ ვტრაბახობ იმ სიტუაციით, რომელშიც ვიმყოფები. ვაცნობიერებ ჩემს შესაძლებლობებს და მაქსიმალურად ვცდილობ, განვვითარდე. არ მისაუბრია ზიდანთან. თუმცა, კონტაქტი მაქვს მარსელოსთან, კაზემიროსთან. როცა კარგად ვითამაშებ, მარსელო პოზიტიურ მესიჯებს მწერს,” – აცხადებს ახალგაზრდა ბრაზილიელი. Continue reading “ვინისიუს ჟუნიორი: “კარგი თამაშის შემდეგ მარსელო პოზიტიურ მესიჯებს მწერს””

“რეალმა” “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელში 45 მილიონი გადაიხადა

მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გულშემატკივრებს კიდევ ერთი ახალი ტრანსფერის შესახებ ამცნო.

ამჯერად, საქმე ბრაზილიური “ფლამენგოს” 16 წლის თავდამსხმელს ეხება, რომლის სახელი და გვარი ვინისიუს ჟუნიორი გახლავთ.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ტრანსფერის ყველა პუნქტი შეათანხმეს. ვინისიუსი სრულწლოვანი 2018 წლის 12 ივლისს გახდება, თუმცა ეს უკანასკნელი “ფლამენგოში” 2019 წლამდე დარჩება.

რაც შეეხება ამ ტრანსფერის ფასს, “სამეფო კლუბი” ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს იხდის.