ოფიციალურად: “მონაკომ” ტილემანსი გაიფორმა

“ანდერლეხტის” ნახევარმცველი, იური ტილემანსი, რომლის გადაბირების სურვილასც “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღანელები საკმაოდ აქტიურად გამოთქვამდნენ, კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს.

საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტილემანსმა “მონაკოსთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება კი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

ბელგიის ჩემპიონატის 2016/17 წლების სეზონში “მონაკოს” ახალწვეულმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.