პიკე: “ბარსელონას” გულშემატკივრებს მოსაწყენი ერთგოლიანი მატჩების ყურება არ უნდათ”

კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობა უკვე შეიკრიბა და დაიწყო მზადება მომავალი სეზონისთვის.

გუშინ ჟურნალისტებთან ხერარდ პიკემ ისაუბრა.

“ჩვენთვის მხოლოდ მოგება არაა მთავარი. “ბარსას” ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ლამაზი ფეხბურთის თამაშია. ამის გამკეთებლები კი გუნდში ნამდვილად არიან. გვინდა, რომ ნებისმიერ მატჩზე მოსულ გულშემატკივარს სპექტაკლი ვუჩვენოთ. ჩვენი აპსარეზობა არ უნდა იყოს მოსაწყენი. დაცვითი ფეხბურთის თამაში და 1-0 მოგება ფანებისთვის მომაბეზრებელი იქნება.”

“ვალვერდე გამოცდილი მწვრთნელია. იგი ლა ლიგაში ბევრ გუნდს ხელმძღვანელობდა და დიდი ცოდნა დაუგროვდა. ასევე, ერნესტო “ბარსელონას” ფეხბურთელიც იყო და მისი ფილოსოფია ნამდვილად ესმის. მას შეუძლია ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეზავება და საუკეთესო შედეგის მიღება!” – აცხადებს პიკე.

პიკე: “იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დღევანდელ “რეალზე” ძლიერი უნდა იყო”

ხვალ კატალონიის “ბარსელონა” სამეფო თასის ფინალში “ალავესს” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, “ვისენტე კალდერონის” საპრესკონფერენციო დარბაზში “ბლაგურნას” ცენტრალურმა მცველმა, ხერხარდ პიკრემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მას ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც დაუსვეს კითხვა.

“ფინალს საუკეთესო კლუბი მოიგებს. უკვე იცით, რომ “იუვენტუსს” ვუგულშემატკივრებ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩვენი გუნდის მიერ ამ სეზონში განვლილ გზაზე ვერანაირ გავლენას მოახდენს.”

“ვფიქრობ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოსაგებად იმაზე ძლიერი უნდა იყო, ვიდრე ახლა “რეალია”. მადრიდული გუნდის დონეზე თუ იქნები, გამარჯვების შანსი მცირეა,” – განაცხადა ხერხარდმა.