გასაოცარი მიზეზი, რაც “ბირმინგემში” ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერს აფერხებს

ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი თავკაცი, ჰარი რედნაპი, რომელიც ამჟამად ჩემპიონშიპში მყოფი “ბირმინგემის” დამრიგებლის პოსტზე მუშაობს, აღიარებს, რომ ბენუა ასუ-ეკოტოს ტრანსფერით არის დაინტერესებული.

33 წლის ასუ-ეკოტო ამჟამად ლიგა 1-ში მოთამაშე “მეცის” რიგებში ირიცხება, მაგრამ მის კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება და ინგლისელებს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირების უფლება ექნებათ.

მაგრამ, არის ერთი, საკმაოდ უცნაური მიზეზი, რაც “ბირმინგემში” კამერუნელი ფეხბურთელის ტრანსფერს აფერხებს – როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება პორნო ინდუსტრიაში სურს.

პრესასთან საუბრისას, რედნაპმა განაცხადა: “ერთადერთი რამ, რაც ამ ტრანსფერს აფერხებს არის ის, რომ მას პორნოვარსკვლავობა სურს. მე კი მაქსიმალურად ვეცდები მის გადარწმუნებას.”