სანჩესი “არსენალის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, იოზილი სამეულშიც არაა

ლონდონის “არსენალის” ჩილელი სუპერვარსკვლავი, ალექსის სანჩესი, რომელსაც “ემირეიტსიდან” წასვლას უწინასწარმეტყველებენ, “მეთოფეებმა” წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ალექსისმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 29 გოლის გატანა მოახერხა, ეს ტიტული ბოლო სამ წელიწადში მეორეჯერ მოიპოვა, 2015-16 წლების სეზონში კი ის მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოზილი, რომელიც გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, სამეულშიც კი ვერ მოხვდა. მეორე ადგილზე ოქსლეიდ-ჩემბერლინი გავიდა, ხოლო მესამეზე – ლორან კოშელნი.