ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად Black Eyed Peas-ი გააფორმებს (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების ფინალური მატჩის გახსნის ცერემონიას მუსიკალურად ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas-ი გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება და ტიტულისთვის ერთმანეთს ტურინის “იუვენტუსი” და მადრიდის “რეალი” შეეცილებიან.