ეროვნული ლიგის მე-16 ტურში გორის “დილა” თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “დილას” მთავარმა მწვრთნელმა ზივ ავრაჰამ არიემ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის სტაფს გუნდიდან წასვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან მადლობა გადაუხადა კლუბის მფლობელებს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის პერსონალს. ზივ არიეს თქმით, მან მიიღო წინადადება ისრაელის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის კლუბიდან, სადაც გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.
ეროვნული ლიგის უახლოეს ორ მატჩში დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს.