ალეგრი: “ერთი შეხედვით, რონალდუს ეძინა, არადა ორი გოლი გაგვიტანა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

“თითქოს, რონალდუს ეძინა, არაფერს არ აკეთებდა, მაგრამ ორი გოლი გაგვიტანა. ჩვენ კი მის ასეთ სვლას პასუხი ვერ გავეცით.

ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩავატარეთ, შემდეგ კი მოვდუნდით, ჩაგვეძინა და მატჩის მეორე ნახევარში ფსიქოლოგიურმა სისუსტემ იჩინა თავი. მეორე გაშვებულმა გოლმა კი ყველანაირი ინტრიგა მოკლა.

ფეხბურთში შურისძიების შანსი ბევრჯერ გეძლევა, ამიტომაც, ისღა დაგვრჩენია მოამავალ სეზონზე ვიფიქროთ,” – აცხადებს ალეგრი.