“არსენალმა” ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ფუნტი გამოყო

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებისათვის ჩაგდებულმა სეზონმა ცივი შხაპის როლი ითამაშა და მიახვედრა, რომ წარმატების მისაღწევად დღევანდელ რეალობაში ფულის დახარჯვა აუცილებელია.

Daily Star-ის ცნობით, “არსენალმა” არსენ ვენგერს ტრანსფერების განსახორციელებლად 150 მილიონი ფუნტი გამოუყო – მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ითამაშებს.

რაც შეეხება ლონდონელთა სამიზნეებს, არსენ ვენგერის ინტერესთა სფეროში კილიან მბაპე, ალვარო მორატა და რიად მარეზი არიან მოქცეულნი.