“ბარსელონას” თურქმა ნახევარმცველმა, 30 წლის არდა თურანმა სანაკრებო კარიერა ჟურნალისტთან მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა.
“ნაკრებში ყოფნისას არაერთი შეცდომა დავუშვი. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, სანაკრებო კარიერა დავასრულო,” – აცხადებს ლონდონის “არსენალის” სამიზნე.
როგორც ცნობილი ხდება, როდესაც თურქეთის ნაკრები მაკედონიიდან სახლში ბრუნდებოდა, არდა თურანმა თვითმფრინავზე მყოფ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, რის გამოც ის გუნდიდან მოკვეთეს.
Hurriyet-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ თურანმა Milliyet-ის ჟურნალისტი, ბილალ მესე მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა.
“როგორი ქვეყანაა? ისინი შენნაირებს თვითმფრინავში უშვებენ. მაგათი დედაც, ვინც შენ აქ შემოგიშვეს,” – ციტირებს თურანის სიტყვებს Hurriyet.
შეგახსენებთ, რომ ამ ჟურნალისტმა 2016 წელს არდა თურანსა და თურქეთის ნაკრებზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა,სადაც ის “ბარსელონას” ფეხბურთელის ღირებულებებსაც შეეხო.