ბაკაიოკო ავარიაში მოყვა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო ავარიაში მოყვა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელი ვარჯიშის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. ინციდენტის შედეგაც ბაკაიოკოს ავტომობილი დაზიანდა, თავად ფეხბურთელი არ დაშავებულა და მას ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში თამაში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ტიემუე ბაკაიოკო ლონდონის “ჩელსის” მიმდინარე წლის ივლისში შეუერთდა.

ტიემუე ბაკაიოკო “ჩელსიში” მიდის

“მონაკოს” ცენტრალური ნახევარმცველი ტიემუე ბაკაიოკო კარიერას, სავარაუდოდ, ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. კერძოდ, 22 წლის ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსის” რიგებში ჩაირიცხება.

L’Equipe-ის ცნობით, მხარეებს შორის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ინგლისელები ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდიან.

წყაროს თანახმად, ტრანსფერი ოფიციალურად მომავალ კვირაში დადასტურდება.

“ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს განზრახული აქვს, რომ მომავალ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრი ნგოლო კანტე-ტიემუე ბაკაიოკოს წყვილით გაამაგროს.